გსურთ გატესტოთ iOS 11-ის ახალი ფუნქციები თქვენს საკუთარ მოწყობილობაზე? ყველამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ჩვენ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთოთ iOS 11-ის საჯარო ტესტირებაში. ჯერ ვნახოთ, თუ რომელ მოწყობილობებზე არის შესაძებელი ამ ვერსიის დაყენება:
iPhone
- iPhone 7
- iPhone 7 Plus
- iPhone 6s
- iPhone 6s Plus
- iPhone 6
- iPhone 6 Plus
- iPhone SE
- iPhone 5s
iPad
- 12.9 iPad Pro 2nd gen
- 12.9 iPad Pro 1st gen
- 10.5 iPad Pro
- 9.7 iPad Pro
- iPad 2017
- iPad Air 2
- iPad Air
- iPad 5th generation
- iPad mini 4
- iPad mini 3
- iPad mini 2
- iPod touch
iPod
- iPod touch 6th gen
რა უნდა გავაკეთოთ
ყურადღება! შემდგომი ყველა ნაბიჯი საკუთარი რისკის ფასადა კეთდება. ჩვენ ვერ მოგცემთ სისტემის სტაბილური მუშაობის გარანტიას!
- ვქმნით iPhone-ის, iPad-ის, ან iPod Touch-ის სამარქაფო ასლს (Backup copy). ის დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ რამე ისე ვერ წავა და მოგინდებათ iOS 10-ზე დაბრუნება. გაითვალისწინეთ, რომ iOS 11-ის სამარქაფო ასლი არ არის თავსებადი iOS 10.3.2-თან!
- ტელეფონიდან, ტაბლეტიდან, ან დამკვრელიდან შევდივართ Apple-ის ბეტა-ტესტერების საიტზე.
- ვაჭერთ მენიუში Enroll Your Devices და შეგვყავს Apple ID-ის მომხმარებელის ელფოსტა და პაროლი.
- ვარეგისტრირებთ ჩვენს მოწყობილობას, ამისათვის გადავდივართ პროფილის ბმულზე.
- გადავტვირთავთ მოწყობილობას და გადავდივართ Settings > General > Software Update
სულ ესაა.
თუ თქვენ აქამდე უკვე გეყენათ დეველოპერული ბეტა-ვერსია, ჯერ წაშალეთ ძველი პროფილი და გადატვირთეთ მოწყობილობა. პროფილი არის აქ:
Settings -> General -> Profiles
ამის შემდეგ შეასრულეთ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები.