აი ისიც, Apple Watch Series 3.
სანამ ახალ მოდელს წარმოგვიდგენდა, კომპანია ეფლმა საინტერესო სტატისტიკა მოგვაწოდა. როგორც აღმოჩნდა:
- Apple Watch-ის გაყიდვებმა 50%-ით მოიმატა;
- Apple Watch ნომერი პირველი საათია მსოფლიოში;
- მომხმარებელთა 97% სრულიად კმაყოფილია შენაძენი���.
ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა არ დალოდებოდა რამდენიმე წელი და სიახლე ზუსტად ერთი წლის ინტერვალით მოგვაწოდა. ეს არ არის მინორული განახლება, ეფლმა სრულიად ახალი მოდელი გამოუშვა. მოდი, ვნახოთ თუ რა სიახლეებია ამ ახალ მოდელში:
Apple Watch იმუშავებს LTE-ქსელებში
არა, მასში არ არის სიმ ბარათის ჩასადები, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ჩინური პროდუქტი არ არის ნამდვილად. ყველფერი მოწყობილია ისე, რომ საათი ახდენს თქვენს ტელეფონში არსებული ნომრის კლონირებას. ანტენა ჩამონტაჟებულია ეკრანის გარშემო და ქვემოდან. ასეთი მარტივი სიახლე გვაძევს ამ მოწყობილობის გამოყენების ორ ახალ სცენარს:
სმარტ-საათის საშუალებით შესაძლებელია სრულფასოვანი ზარის განხორციელება
ანუ ტეელფონი აღარ გჭირდებათ, სრულებით. ავტომობილის მფლობელებს რასაკვირველია ეს ძალიან მოეწონებათ, უდავოდ.
პრეზენტაციაზე ჩვენ გვიჩვენეს ჩადგმული მიკროფონისა და სპიკერის მუშაობა, სატესტოდ განხორციელდა ზარი. რომეზეც უპასუხა დეიდრე კოლდბეკმა თავის საათზე. ზარის მიღების დროს ის იმყოფებოდა ტბაზე და ნიჩაბს აქტიურად უსვამდა. მიუხედავად იმისა რომ მას საათი სახესთან არ ჰქონდა მიტანილი და ქარიც უბერავდა, დეიდრას ხმა მკაფიოდ და ხარისხიანად ისმოდა. მოკლედ, ნამდვილად კარგად არის გაკეთებული საათის ეს ნაწილი.
Apple Watch, რომელიც დაწყვილებულია AirPods-თან, საშუალებას გაძლევთ უსმინოთ მუსიკას LTE-ქსელის საშუალებით
ყველაფერი ახალი — კარგად დავიწყებული ძველიაო, ამბობენ, გახსოვთ, სამაჯურით ხელზე გაკეთებული iPod nano-ები? ახლა ეფლმა თავისი საათი სრულფასოვან მუსიკალურ დამკრელად აქცია, რომელიც მხარს უჭერს Apple Music-ს. ხელმისაწვდომია ორი ფუნქცია: ტრეკები, რადიო და პოდკასტები.
ასევე, ტეელფონი ამ პროცესში სრულებით არ არის საჭირო.
ახალი WatchOS 4
გლობალური განახლებები აქ არ არის, ეფლმა ცოტათი გააუმჯობესა სენსორები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას გულის რითმის და პულსის შესახებ. ასევე ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია და ის პირდაპირ ეკრანზე გამოდის. საათი აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ ეს მონაცემები დასაშვებ საზღვრებს გასცდა.
ასევე დაემატა სპორტის ახალი სახეობა — სნოუბორდი.
გაუმჯობესებული შიგთავსი
ახალი საათი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედი, 85%-ით მოიმატა Wi-Fi-ს სიჩქარემ, წინამორბედთან შედარებით.
ახალი კომპონენტები რასაკვირველია დამატებით ენერგიას მოიხმარენ. ამიტომ ინჟინრებმა გააუმჯობესეს ენერგომოხმარება და ის 50%-ით დაწიეს. ამით აკუმლატორის მუშაობის იგივე ხანგძლივობა მიიღწევა.
კორპუსის ზომა და ფორმა იგივე დარჩა და Apple Watch კვლავ წყალგაუმტარია.
ახალი ფერები და სამაჯურები
Apple Watch Series 3 ადვილად გამოირჩევა ძველი მოდელებისგან — ფორთოხლისფერი „დასაქოქით“.
გაჩნდა ბევრი ახალი ნეილონის სამაჯური და აგრეთვე ორი ტყავის მოდელი. საათი ხელმისაწვდომია ვარცხლისფერ, ოქროსფერ და მუქ ფერებში.
ფასები და გამოსვლის თარიღი
Apple Watch Series 3 LTE 22 ოქტომბერს გამოვა გაყიდვაში.
- Apple Watch Series 3 329 დოლარი ეღირება
- Apple Watch Series 3 LTE 399 დოლარი.