KGI Seucirities-ის ანალიტიკოსი Min-Chi Kuo აქტიურად თანამშრომლობს კომპანია OEM-თან, აქედან გამომდინარე ყოველთვის ერთ-ერთი პირველია Apple-ის ახალი მოწყობილობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდებაში.
გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არის იმის შანსი, რომ Apple-მა წელს უარი თქვას ყველაზე დაბალ ფასიანი iPhone-ის ახალი მოდელის წარმოდგენაზე.
Min-Chi Kuo დარწმუნებულია, რომ კომპანია წელს ორიენტირებული იქნება სამ ახალ მოდელზე: ორი 5.8 და 6.5 ინჩიან მოდელი — რომელიც OLED ტექნოლოგიის ეკრანს მიიღებს და ერთი IPS ტექნოლოგიის 6.1 ინჩიანი ეკრანით. ამ თვალსაზრისით მიიჩნევენ, რომ Apple ვერ შეძლებს კიდევ ერთი მოდელის განვითარებაზე ორიენტირებას.
Apple-მა უკვე დაგვანახა, რომ 3 მოდელის ერთდროულად წარმოდგენა რთულია. 2017 წლის შემოდგომის ღონისძიება ამის ნათელი მაგალითია. iPhone 8-ს iPhone 8 Plus-სა და iPhone X-ის ერთდროულად წარმოებამ მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია — აცხადებს Min-Chi Kuo.
ერთი ვარიანტი ის არის, რომ თუ Apple მაინც გამოუშვებს iPhone SE 2-ს — მასში მინიმალური ცვლილებები მოხდება. მომხმარებლების თქმით, მათთვის ახალი პროცესორი და მოსახერხებელი ფასი სავსებით საკმარისია განახლებისათვის.