ეს არის ცუდი ამბავი ყველასთვის, მათთვის ვინც უსადენო დამტენის მოწყობილობას ელოდა და მათთვისაც, ვინც ზოგადად Apple-ისგან ამას არ ელოდა. ტექნიკურ საკითხები Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი დენ რიჩის განცხადებით, კომპანია იძულებულია უამრავი ტექნიკური პრობლემების გამო, უარი თქვას AirPower-ის წარმოებაზე.
,,დიდი ძალისხმევის შემდეგ, დავასკვენით, რომ AirPower-ი არ შეესაბამება ჩვენს უმაღლეს ხარისხებს. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ელოდა მის გამოსვლას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი რომ მომავალში დიდ დროს დავუთმობთ უსადენო ტექნოლოგიების განვითარებას” – განაცხადა Dan Riccio-მ.