ყოველ დღე მსოფლიოში სულ უფრო მეტი უცნაური რამ ხდება, რაც ეხება iPhone X-ის განბლოკვას. ხან ტყუპებმა შეძლეს ეს, ხანაც — ძმებმა.
ახლა კი დედის სმარტფონის განბლოკვა 10 წლის ბიჭუნამ შეძლო. დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი ნამდვილად არ არიან ტყუპები.
საინტერესოა, რომ Apple არ გვირჩევს Face ID-ის გამოყენებას 13 წლამდე ბავშვების შემთხვევაში — „შესაძლოა ხარვეზები“.
ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი შეცდომა გამოწვეულია სახის მუდმივი სკანირებით და ნეირონული ქსელის მუშაობით. ყოველი წარუმატებელი სკანირებისა და პაროლის შეყვანის შემდეგ Face ID იმახსოვრებს მომხმარებლის სახის ზოგიერთ ნაკვთს.
როგორც ჩანს, სწორედ ასეთ ხარვეზებზე საუბრობდა კუპერტინო.
წყარო: 9to5