უმსხვილესმა ინტერნეტ-კომპანიებმა, მათ შორის Twitter-მა, AIRBNB-მ, Ebay-მ, LinkedIn-მა და Reddit-მა, ოფიციალურად დაუჭირეს Apple-ს მხარი აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან დავაში, რომელიც ამ უკანასკნელისგან სან-ბერნარდინოელი ტერორისტის, საიდ ფარუქის ტელეფონის განბლოკვას ითხოვს.
ფედერალური საგამოძიებო ბიურო სასამართლოს გზით ცდილობს მოპოვოს უფლება, რომ Apple-მა ფარუქის ტელეფონზე წვდომა მისცეს.
17-მა კომპანიამ ერთობლივ ექსპერტულ აზრს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად მხარეები არ მონაწილეობენ სასამართლო განხილვაში, თუმცა დაინტერესებული არიან მისი შედეგებით და თავიანი აზრის გამოთქმა შეუძლიათ.
ადრე სასამართლომ დაავალა Apple-ს გამომძიებლების დახმარება, თუმცა კომპანიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
გამომძიებლებს პაროლის ცოდნის გარეშე ტელეფონში შენახულ ინფორმაციაზე წვდომა არა აქვთ და ტელეფონის სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ თავად Apple-ის სპეციალისტებსაც არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ამიტომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ითხოვს, რომ Apple-ის ინჟინრებმა მოხსნან ლიმიტი არასწორი პაროლების შეყვანაზე და ასევე შექმნან პროგრამა, რომელიც ავტომატურად აარჩევს პაროლის ყველა შესაძლებელ კომბინაციას მაღალი სიჩქარით.
კომპანია კი ამას ეწინააღმდეგება, რადგან თვლის, რომ ამით Apple-ის მიმართ კლიენტების ნდობა შესუსტება და გარდა ამისა, მთავრობა ტელეფონის ნებისმიერი მფლობელის ინფორმაციაზე მიიღებს წვდომას.
წყარო: http://news.vitube.ge