Apple-ი ყოველთვის ზრუნავს იმაზე რომ ყავდეს კვალიფიციური კადრი. ასევე კომპანია ზრუნავს თავისი მოწყობილობების უსაფრთხოებაზე. თუმცა ისტორიიდან ცნობილია რომ თითქმის ნებისმიერი iOS განახლების შემდეგ, მაინც ხერხდება სხვადასხვა ხრიკებით Jailbreak-ის გაკეთება.
ამჯერად ბედმა გაუღიმა ერთ-ერთ 17 წლის სკოლის მოსწავლეს. მან გამოაქვეყნა ასეთი მესიჯი ტვიტერის საშუალებით:
სავარაუდოდ Winocm-ი დაიკავებს თანანმდებობას უსაფრთხოების განყოფილებაში.
Winocm-ს გამოშვებული აქვს Jailbreak-ი 6.1.3 და 6.1.5 ვერსიებისთვის. ასევე ცნობილია რომ მან დააყენა iOS-ი Nokia N900-ზე.
რამოდენიმე წლის წინ Apple-მა სტაჟირებაზე მიიწვია კიდევ ერთი 19 წლის სტუდენტი, ნიკოლას ალეგრა. საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე ის პრობლემას უქმნიდა Apple-ს იმით რომ უშვებდა Jailbreak-ის ახალ ვერსიებს და განახლებებს.
ნიკოლასი Apple-ში მუშაობდა 1 წლის განმავლობაში. მისი წამოსვლის მიზეზი გახდა ის რომ მან თავის დროზე არ მისცა თანხმობა კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიუხედავად ამისა ნიკოლასი უმუშევარი არ დარჩენილა და მალევე გადავიდა Google-ში, სადაც დღესდღეობითაც მოღვაწეობს.