როგორც ყველა ველოდებით, სექტემბერში სამი ახალი iPhone უნდა ვიხილოთ. ჩინური “Economic Daily News-ი” ავრცელებს ინფორმაციას რომ ოთხი ახალი მოდელი იქნება წარმოდგენილი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მათი თქმით ერთი მოდელი მხოლოდ იმით იქნება განსხვავებული რომ მას ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება.
ეს არის 6.1 დიუმიანი iPhone LCD ეკრანით, რომელსაც 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება და ის ექსკლუზიურად ჩინეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.
2 სიმ-ბარათის მიღების შესახებ iPhone-ში პირველად ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ ისაუბრა. მან განაცხადა რომ იქნება 6.5 დიუმიანი iPhone-ი OLED ეკრანით. გარდა ამისა, 9to5Mac-ის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს კოდი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ iPhone-ს რამდენიმე სიმ-ბარათის მიღების შესაძლებლობა ექნება.
აღსანიშნავია რომ 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონები საკმაოდ პოპულარულია ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში. რაც შეეხება ევროპას, დიდი არჩევანი არ არის.
შეგახსენებთ რომ სხვა კომპანიების სმარტფონები უკვე წარმოდგენიალია 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერით.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group