კომპიუტერულ სამყაროში ეპლის შესახებ არაერთი მითი და ლეგენდა ცოცხლობს. მათ შორის რამოდენიმე ეპლის ლოგოს შესახებაც არის. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიებია, რომ ეპლმა და სტივ ჯობსმა მოკბეჩილი ვაშლი მიუძღვნეს ალან ტიურინგს, ინგლისელ მათემატიკოსს და კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებელს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით, კალიუმის ციანიდიანი ვაშლის ერთი ლუკმით დაამთავრა. მეორე ვერსია კიდევ უფრო დრამატულია, რომლის თანახმადაც ეპლის მოკბეჩილი ვაშლი ბიბლიური ვაშლია, რომლითაც ევამ ადამი აცდუნა. სინამდვილეში კი ლოგოს ისტორია საკმაოდ განსხვავებულია მითებისგან. ეპლის მეორე და საბოლოო ლოგოს, მოკბეჩილი ვაშლის დიზაინერი რობ ჯენოფი Reverttosaved-თან ინტერვიუში იხსენებს ლეგენდარულ ლოგოზე მუშაობის საინტერესო მომენტებს. გთავაზობთ რამოდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:
ჩემი აზრით კარგ ლოგოს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია. არამგონია არანორმალური შრომა სჭირდებოდეს იმის შექმნას, რისი გამოხატვაც გინდა ვიზუალურად.
ჩემი ოქროს წესია – როცა ეჭვებში ხარ, მიატოვე სამუშაო
ეპლის ლოგო შემდეგნაირად შეიქმნა – მე მოვათავსე რამოდენიმე ვაშლი ჯამში და ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ ვხატავდი, რათა დამეჭირა უბრალო დიზაინის ფორმა.
რაც შეეხება ფერებს ლოგოზე, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც გეი-პრაიდის დროშის ფერებთან, ისევე როგორც ნაკბეჩს ადამის ცდუნებასთან. მე მქონდა ერთდაერთი დავალება, ლოგო არ უნდა გამეკეთებინა ძალიან საყვარელი. ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მხოლოდ ეპლს ჰქონდა მაშინ ფერადი გამოსახულების მქონე კომპიუტერები. ნაკბეჩი კი ნიშნავს ცოდნასთან ზიარებას. (ეპლის პირველი ლოგოც ხომ ცოდნას და აღმოჩენას განასახიერებდა, რომელზეც ნიუტონს თავში ვაშლი ეცემა)
ეს კი ეპლის პირველი ლოგო, რომელიც ეპლის მესამე დამაარსებელმა, რონ ვეინმა შექმნა და რომელმაც თავისი წილი სტივ ჯობსის მამის გარაჟში დაარსებულ კომპანიაში 800 დოლარად გაჰყიდა სტივ ჯობსზე და სტივ ვოზნიაკზე.
ინტერვიუს სრულად ნახვისთვის მიჰყევით ბმულს.