ამერიკის მეინის შტატის ობერნის ოლქის სასკოლო საბჭომ გადაწყვიტა ოლქის საბავშვო ბაღებისთვის შეიძინოს 285 ცალი ეპლის iPad 2, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 200 000 $. ეს თანხა ასევე მოიცავს დაზღვევას და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებსაც. ეს იდეა ჩაისახა მას შემდეგ, რაც მასწავლებლებმა შეამჩნიეს სწრაფი პროგრესი ანბანის სწავლაში იმ პატარებში, რომლებსაც მათი მასწავლებლის აიპედთან ჰქონდათ შეხება. აღსანიშნავია, რომ ეს ის ჯგუფია, რომელსაც მანამდე სირთულეები ჰქონდა ანბანის შესწავლაში ჩვეულებრივი მეთოდებით. საასკოლო საბჭომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აიპედი ღირს უფრო იაფი, ვიდრე ნოუთბუქები და მასთან ინტერაქცია უფრო ადვილი და სახალისოა ამ ასაკის ბავშვებისთვის, ვიდრე ტრადიციული კომპიუტერის კლავიატურა. პროექტის ინიციატორები ვარაუდობენ, რომ ამ მეთოდით წერა-კითხვის ცოდნის დონე ობერნის ოლქში 2 წლის განმავლობაში 62 -დან 90 პროცენტამდე აიწევს.