რამოდენიმე დღის წინ ეპლმა სამსუნგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლის თანახმადაც ეპლი კორეულ გიგანტს მისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს. როგორც აღმოჩნდა, ეპლი პირველი არაა, ვის დიზაინსაც და იდეებსაც სამსუნგი უნებართვოდ იყენებდა საკუთარ პროდუქტებში. Business Insider-მა გამოაქვეყნა სია მობილური ტელეფონებისა, რომლებიდანაც სამსუნგს კოპირებული აქვს ბევრი დეტალი. ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა 2006 წლის Motorola Q მოდელი, რომლის დიზაინიც თითქმის იდენტურად ემთხვევა მოგვიანებით გამოსულ Samsung BlackJack-ს. აღსანიშნავია, რომ სახელი BlackJack, ისევე როგორც დიზაინი ასევე მოგვაგონებს RIM-ის BlackBerry-ის.
ხოლო 2007 წელს გამოსული აიფონის პირველი მოდელის ცუდი ასლი გამოდგა Samsung Instict, რომლის გაყიდვებიც საკმაოდ ცუდად წარიმართა.
როგორც სჩანს, კორეული გიგანტი მხოლოდ ტელეფონების დიზაინით არ შემოიფარგლა და აქსესუარების დიზაინის კოპირებასაც მიჰყო ხელი:
ხოლო სამსუნგის Galaxy S, რომელი გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა, უკვე საოცრად ჰგავს ერთი წლით ადრე გამოსულ აიფონ 3GS-ს როგორც გარეგნული დიზაინით, ასევე ანდროიდის მისეული მოდიფიკაცია TouchWiz-ით
როგორც სჩანს, ეპლი სერიოზულად აპირებს დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები, რომელიც ადრე არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა კომპანიის არაჯანსაღი ინტერესის ობიექტი, რისთვისაც იგი თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან კომპონენტების საკითხში ურთიერთობათა გაფუჭებასაც არ მოერიდა.