არის! აღსრულდა ოცნება!!!

არის! აღსრულდა ოცნება!!!

სიტუაცია, როდესაც სიტყვები ზედმეტია! უბრალოდ მოვაღწიეთ იმას, რასაც 4 წელი ველოდით, ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა iOS 5-ში!!! ეს კიდევ ნიშნავს, რომ შემოდგომიდან ყოველგვარი ზედმეტი ჯეილბრეიკების გარეშე, ყოველგვარი ფასის გადახდის გარეშე, ყოველგვარი ქართულ კომპანიებს შორის ხელჩართული ბრძოლების გარეშე — არა ჩემი კლავიატურა უმჯობესია, არა ჩემიო, შეგეძლებათ განაახლოთ თქვენი iPhone 3GS, iPhone 4, iPad 1, iPad 2 და დატკბეთ ქართული ენით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და დიდ მადლობას ვეუბნებით ბატონ ირაკლი ჩიტიშვილს (Irakli Chitishvili) იმ ტიტანური შრომისათვის, რაც მან გაწია ამ საქმისათვის!

ირაკლი, კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა!!!

Leave a Comment