ბევრი ჩვენთაგანი ალბათ შეხვედრია პრობლემას, როდესაც ახალ მაკზე გარკვეული ტიპის ვიდეო ფაილები არ აჩვენებს. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა 2 უფასო პროგრამის დაყენება, რის შემდეგაც თითქმის ყველა ტიპის ვიდეო ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდება.
1. Flip4mac, რომელიც Windows Media video ფაილებს ეპლის QuickTime-ში აჩვენებს. გადმოსაწერი ბმული
2. Perian, უფასო პროგრამა, რომელიც შეიცავს უმეტესობა ვიდეო და აუდიო კოდეკებს Quicktime-თვის. გადმოსაწერი ბმული
ეს პროგრამები ინსტალაციის შემდეგ გამოჩნდებიან System Preferences-ში, სადაც სასურველია, რომ მიუთითოთ მათი ავტომატური განახლება.