ტექნოლოგიის მიმომხილველი საიტი SlashGear აქვეყნებს ანდროიდზე მომუშავე ტაბლეტების რაოდენობას, რომელიც უიმედოდ გამოიყურება ეპლის iPad-ის მონაცემებთან მიმართებაში. საიტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ანდროიდზე მომუშავე აპარატების მხოლოდ 1.8 % შეადგენს Honeycomb-ის ვერსიას, რომელიც გათვლილი იყო ტაბლეტებისთვის, რაც შეადგენს დაახლოებით 3.4 მილიონ ცალ ტაბლეტს. ხოლო დღემდე გაყიდული iPad-ების რაოდენობა მოიცავს დაახლოებით 41.7 მილიონ ცალს. ანდროიდის მონაცემები ეყრდნობა Android market-თან წვდომის შედეგებს და ამაში არ შედის ისეთი კომპანიების პროდუქტები, რომლებიც არ იყენებენ ანდროიდის მარკეტს. ამ შედეგების მიხედვით აიპედი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია, რომლის უახლოესი კონკურენტი, გუგლი ჩამორჩება დაახლოებით 11-ჯერ, ხოლო მაიკროსოფტის Windows 8-ზე მომუშავე ტაბლეტები ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა.