დღეს, ფინანსური შედეგების გამოცხადებისას, ეპლმა წარმოადგინა თავისი შედეგები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურ��ბა:
მეოთხე კვარტლის შემოსავალი შეადგენს 28,27 მილიარდ დოლარს, ხოლო მოგება 6,62 მილიარდს. მეოთხე კვარტალში კომპანიამ გაყიდა 17,07 მილიონი აიფონი, რაც 21%-იანი ზრდაა წინა წლის კვარტალურ მონაცემებთან შედარებით.
ასევე გაიყიდა 11, 12 მილიონი აიპედი (166% ზრდა), 4,89 მილიონი მაკი (26% ზრდა) და 6, 62 მილიონი აიპოდი (27% კლება). როგორც ეპლის CEO-მ ტიმ კუკმა განაცხადა, კომპანიის წლიური შემოსავალი გაუტოლდა 108 მილიარდ დოლარს, ხოლო მოგება 26 მილიარდს.
სრული ფინანსური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს