გუშინ საღამოს, თბილისის დროით დაახლოებით 22 საათზე, Google-მა App Store-ში დადო GMail-ის საფოსტო კლიენტი პროგრამა iPhone-ისა და iPad-ისათვის. ამის შესახებ ინფომაცია მომენტალურად გავრცელდა ინტერნეტში.
თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში გამოირკვა, რომ სიახლის რელიზი იმდენად ბევრ შეცდომას შეიცავს, რომ სარეგბლობა პრაქტიკულად შეუძლებელია. პროგრამის პირველ გავშებაზე გამოდიოდა შეცდომა ახალი წერილების შეტყობინების შესახებ. აგრეთვე არასტაბილურად მუშაობდა ავტორიზაციის სისტემაც.
Facebook-ის გევრდზე პროგრამის ავტორებმა ოფიციალური ბოდიში მოიხადეს ამ ხარვეზებისათვის და გვატყობინებენ, რომ უახლოეს მომავალში ხელახლა დადებენ ამჯერად გასწორებულ ვერსიას.