თანახმად სტატისტიკური ინფორმაციისა, რომელიც მოგვაწოდა NetMarketShare-მა, Mac OS X-ის, iOS-ის და Safari-ს წილი ბაზარზე სწრაფი ტემპით მატულობს. Mac OS X-ის წილი გასულ თვესთან შედარებით 0.49%-ით გაიზარდა და დღეისათვის 6.94%-ს შეადგენს მსოფლიო ბაზარზე.
ამერიკაში მაჩვენებელი 10%-ზე ოდნავ ნაკლებია. და ეს ნამდვილად რეკორდია პროდუქტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. სხვათაშორის, იმავე პერიოდში Windows-ის წილი შემცირდა 0.58%-ით.
iOS-ის წილი ასევე მატულობს და ოქტომბერში შეადგინა 62.17% მსოფლიო ბაზარზე, რაც 6.58%-ით მეტია სექტემბერთან შედარებით.
რაც შეეხება Safari-ს, მისმა წილმაც მოიმატა და შეადგინა 5.43%, რაც 0.41%-ით მეტია გასულ თვესთან შედარებით. ლიდერი კვლავ Internet Explorer-ია 52.64%, შედმეგ მოდის Firefox — 22.51% და Chrome — 17.62%.
წყარო: mactech.com