ცნობილი ბანკის Barclays Capital ანალიტიკოსის, ბენ რეიცეზის შეხვედრას Apple-ის ტოპ-მენეჯერებთან, ახალი არაფერი მოუტანია სენსაციების თვალსაზრისით — გარდ იმისა, რომ გავიგეთ კუკისა და ოპენგეიმერის დამოკიდებულება 199 დოლარიანი Kindle Fire-ის მიმართ.
კომპანიის კამპუსის ტერიტორიაზე ეფლის ახალმა ხელმძღვანელმა და მისმა ფინანსურმა დირექტორმა განაცხადეს, რომ სრულიად არ არიან შეშფოთებული ბაზარზე ახალი, 7 გოჯიანი მოწყობილობის გამოსვლით: „რაც უფრო მეტი იქნება [Google Android-ის] ფრაგმენტაცია, მით უკეთესია — Apple-ის სტაბილურ პლათფორმაზე გადმომსვლელების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“.
წყარო: Mac Rumors