არა, აქ შეცდომა არაა — ეს სტივ ჯობსია.
ამ კვირას გაიმართება დიდი სათამაშო გამოფენა London Games Conference 2011. ღონისძიების დაწყებამდე ათასამდე თამაშობების დეველოპერს და დიზაინერს დაუსვეს შეკითხვა: ვის სთვლით ყველაზე გავლენიან პირად ვიდეო-თამაშების ინდუსტრიაში? შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა ყველასათვის. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1: სტივ ჯობსი, Apple, 26%
2: გეიბ ნიუელი, Valve, 16%
3: შიგერუ მიამოტო, Nintendo, 7%
4: ტიმ ბერნს-ლი, ინტერნეტის შემქმნელი, 4%
5: მარკ ცუკერბერგი, 3%
შემდეგ — კიდევ უფრო საინტერესო შედეგები. პროდუქტი, რომელმაც მაქსიმალურად იმოქმედა ვიდეო-თამაშების ინდუსტრიაზე:
1: iPhone (17%)
2: Nintendo Wii (7%)
3: Xbox Live (3%)
4: Playstation (3%)
5: Steam (2%)
არსებობის 3 წლის განმავლობაში, iPhone-მა და App Store-მ შეცვალეს წარმოდგენა თამაშების, მათი შექმნისა და გაყიდვების შესახებ. დღეს თამაშები, რომლებიც ჩამოიტვირთება ინტერნეტიდან, პირველ პლანზე გადმოდიან. სტივ ჯობსი იყო დამოუკიდებელი დეველოპერი ყველაზე მეტად. Apple ყვავის არაჩვეულებრივად სასურველი მობილური მოწყობილობების გამო.
— მაიკლ ფრენჩი, თამაშების ჟურნალის MCV მთავარი რედაქტორი.
წყარო: appleinsider.com