ის, რომ Apple-ის საქმეები მობილურ ბაზარზე ერთი კარგი პროდუქტის გამო კარგადაა, ისედაც ყველამ ვიცით. მაგრამ კიდევ ამაში დარწმუნების საშუალებას გვაძლევს Genuity Canaccord-ის ცინცხალი სტატისტიკა.
ანალიტიკოსის, მაიკლ უოლკლის განცხადებით, ამა წლის მესამე კვარტალში iPhone, იკავებდა რა მობილური მოწყობილობების ბაზრის მხოლოდ 4,2%-ს, კომპანიას მოუტანა ამ ინდუსტრიის მოგების 52%. ანალოგიურ პერიოდში გასულ წელს ეს მაჩვენებელი 47% იყო, ანუ ზრდამ 5% შეადგინა. ციფრები განსაკუთრებულად დიდი ჩანს კონკურენტებთან შედარებით, მაგალითად Samsung-ის საოპერაციო მოგება შემცირდა 29%-მდე, მიუხედავად იმისა, რომ ის სმარტფონების გაყიდვის ლიდერია.
წყარო: pcmag.com