აშშ-ს საპატენტო ბიურომ გამოაქვეყნა Apple-ის ჩვიდმეტი ახალი პატენტი, მათგან ორი Macbook Pro-ს ეხება. ავტორთა შორის სტივ ჯობსია მითითებული.
ალბათ უკვე გაგიგიათ, რომ სტივ ჯობსი მანიაკალურად იყო მოწადინებული პროდუქტებში სრულყოფილების მიღწევისათვის. ეს ეხებოდა მაკებსაც, NeXT-ებსაც და სარეკლამო კამპანიასაც Think Different. საცალო მაღაზიების განთავსებასაც კი.
სტივის გარდა ახალი პატენტების ავტორთა სიაში არიან ჯონათან აივი თავის ხელქვეითებთან ერთად.
შედეგად, არსებულ 313 პატენტს ემატება დღევანდელი ორი. კიდევ რამდენი დოკუმენტია საპატენტო ბიუროს საცავებში, რომელიც მომავალში მზის შუქს იხილავს, უცნობია.
წყარო: patently