ინფრაწითელი ფილტრი iPhone 4S-ში

iPhone 4S-ის შეკვეთებმა 1 მილიონს გადააჭარბა

ინფრაწითელი გამოსხივება. ბუნებამ ადამიანს არ უბოძა მისი დანახვის საშუალება. მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ მის გამოყენებას… თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. აიღეთ ფოტოკამერა, რომელსაც აქვს საშუალება გადაიღოს ინფრაწითელ გამოსხივებაში და გადაიღეთ სიბნელეში — წითელი ფერთ იქნება სავსე მთლიანად ფოტო. არანაირი საიდუმლო ამაში არ არის, უბრალოდ კამერა „ხედავს“ ინფრაწითელ დიაპაზონში. როდესაც მწარმოებელი მას ქმნიდა, ის დაფიქრდა, თუ როგორ მოეშორებინა ზედმეტი შუქი. აი, Apple-იც დაფიქრდა…

თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ რას ვგულისხმობთ ინფრაწითელ ფილტრში: ზოგი კამერა ბლოკავს ამ ტიპის გამოსხივებას, ზოგი — პირიქით ატარებს მხოლოდ მას. ტელეფონის კამერას მეორე ტიპისა არ სჭირდება, ამიტომ განვიხილოთ პირველი ტიპის, რომელიც ბლოკავს.

iPhone 4-სა და iPhone 4S შორის სხვაობა ზუსტად იმაშია, რომ ეს უკანასკნელი ბლოკავს ინფრაწითელ გამოსხივებას. მოდით ვნახოთ ვიდეო:

როგორც ვხედავთ, iPhone 4 მკაფიოდ ხედავს ციმციმს, ხოლო ახალ მოდელში — სრული სიბნელეა.

წყარო: Camera Techina

Leave a Comment

Related Posts