თითქოს და თოვლი და სიცივე არ გვეყოფოდა ჩვენს თავზე, რომ Apple-მა ამ ყველაფერს iOS-ის განახლება დაუმატა. რა შუაშია, მაგრამ მაინც.
მოკლედ, ამ ღამით გამოვიდა iOS 5-ის განახლება 5.0.1. აღნიშნული განახლება შეიცავს გაუმჯობესებებს და შეცდომების სხვა შესწორებებს, კერძოდ:
გასწორებულია შეცდომა, აკუმულატორის მუშაობის ხანგძლივობასთან დაკავშირებული;
მულთიტასქინგის მრავალჟესტიანობის დამატება iPad 1-ისათვის;
„დოკუმენტები ღრუბელში“ ფუნქციის შეცდომების გასწორება;
ხმის ამოცნობის გაუმჯობესება ავსტრალიელებისათვის.
განახლება ამიერიდეან ორი ხერხით არის შესაძლებელი — ტრადიციულად iTunes-ის მეშვეობით და „ჰაერით“, ანუ უშუალოდ ტეელფონზე (Settings —> General —> SoftwareUpdate).
მნიშვნელოვანია: ჯეილბრეიკის მოყვარულებმა არ განაახლოთ ტელეფონები. რამდენიმე დღის წინ ამის შესახებ გვაცნობა ჰაკერმა pod2g:
წყარო: apple.com