15 ნოემბრით დათარიღებული უახლესი პრესს-რელიზი Apple-ისაგან უხვმოსავლიანი გამოდგა დირექტორთა საბჭოში გადაადგილებების შესახებ.
ჯერ ერთი, თანადირექტორი ართურ ლევინსონი გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აღმასრულებელი უფლებამოსილებების გარეშე (ორიგინალში: „non-executive Chairman of the Board“), მეორეც, დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი გახდა Walt Disney-ს გენ. დირექტორი ბობ აიგერი.
ართურ ლევინსონის „შრომის წიგნაკში“ ჩაწერილია Genentech-ის აღამასრულებელ დირექტორად თოთხმეტი წლის სამუშაო გამოცდილება, „ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი“-ს სტატუსი BusinessWeek-ის 2004 და 2005 წლების რეიტინგში, „უდიდესი წვლილი Apple-ის მუშაობაში“ და პირადი მეგობრობა აწგარდაცვლილ სტივ ჯობსთან.
წყარო: Apple – Press Info