Apple-ის პროდუქტების არაჩვეულებრივი დიზაინი უკვე მრავალია წელია გვახარებს ამ კომპანიის მოყვარულებს თავისი შუშისა და ფოლადის ნაწილებით. მაგრამ მიზიდულობის ძალა ჯერ არავის გაუუქმებია და შესაბამისად სმარტფონის ყოველი დავარდნა შესაძლოა დასრულდეს მისი მთლიანი დაზიანებით. არაა გასაკვირი, რომ ანტენის პრობლემის მოგვარების შემდეგ Apple-მა გადაწყვიტა დარტყმა გამძლე შუშაზე იმუშაოს.
ქსელში გავრცელდა ინფორმაცია Apple-ის პატენტის შესახებ, რომელიც აღწერს შუშის ნაწილების მედეგობის მატების მეთოდებს. დოკუმენტში აღწერილია ამ საკითხის გადაწყვეტის მთელი რიგი გზები, მაგრამ საინტერესო ამათაგნ ორი გახლავთ: ერთი უფრო რეალისტური, მეორე — უფრო ტექნოლოგიური.
პირველი მეთოდის მიხედვით, კომპანია ფიქრობს განათავსოს შუშასა და მოწყობილობის კორპუსს შორის სპეციალური მასალა, რომელიც ჩაახშობს დარტყმის ენერგიას. ამის გარდა ამ მეთოდის შემთხვევაში სითხის მოხევდრის ალბათობა გაცილებით ნაკლებია.
ხოლო ტექნოლოგიური ვარიანტი ნაკლებ შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ Apple-მა გადაწყვიტა აღჭურვოს მოწყობილობები დამატებითი სენსორებით, კონტროლერითა და ძრავით. და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ გაირკვეს ვარდნის ფაქტი და ამ დროს გამოვიდეს სპეციალური დამცავი შუშა. როგორ გამოიყურება ეს შუშა და სად იმალება — ცალკე ისტორიაა.
როგორი მეთოდიც არ უნდა აირჩიოს Apple-მა, ჯობია სწრაფად განახორციელოს ეს.
წყარო: patentlyapple