GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iPhone, როგორც სირიის პროტესტის რუპორი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
06/12/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

545
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გაეროს ექსპერტების შეფასებით, ამ წლის მარტიდან სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლებში უკვე დაიღუპა 4 ათასი ადამიანი. როგორც ჩანს კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. მაგრამ ჩვენ დღეს არ განვიხილავთ არსებული სიტუაციის გეოპოლიტიკურ სარჩულს, არამედ ერთ საინტერესო დეტალზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. საქმე იმაშია, რომ გასული კვირიდან სირიაში აიკრძალა iPhone-ის გამოყენება.

აი უკვე რამოდენიმე თვეა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოქმედება ფრიად შეზღუდულია სირიაში. ინფორმაცია მკაცრს ცენზურას გადის და დოზირებულად მიეწოდება მოსახლეობას. მაგრამ მთავრობისათვის ცოტა აღმოჩნდა ეს ქმედებები და მან მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლა ახალ საფეხურზე აიყვანოს. შესაბამისად აიფონების გამოყენება იკრძალება, ვინაიდან მისი საშუალებით ძალიან ადვილია ქუჩაში ვიდეოს გადაღება და ინტერნეტში ატვირთვა.

განსაკუთრებით აღინიშნება, რომ აიფონზე აკრძალვა ვრცელდება უცხოელებზეც, მათ ამ კომუნიკატორს ჩამოართმევენ. იკრძალება თუ არა „გუგლოფონები“ — ჯერ-ჯერობით უცნობია.

YouTube-ზე გაიხსნა არხი, Syrian Sit-in, სადაც გროვდება ვიდეო-რგოლები სირიელი ხალხის მხარდასაჭერად. გუშინ მათ რიგებს შეუერთდა სტივ ჯობსის ბიოლოგიური მამა აბდულფატა „ჯონ“ ჯანდალი. ალბათ იცით, რომ ის სირიელია წარმოშობით:

ეს ჯონ ჯანდალია. მე სოლიდარობას ვუცხადებ სირიელ ხალხს. მე ვუარყოფ ძალადობას და მკვლელობას, რომელსაც ახორციელებს სირიის ხელმძღვანელობა. და ვინაიდან სიჩუმე მათი ქმედების თანამზრახველად მხდის,  მე ვუცხადებ ჩემს მხარდაჭერას Syrian Sit-in-ს.

წყარო: BBC News

Tags: iPhoneWatch
Previous Post

„One More Thing“ ფანატის მკლავზე

Next Post

Apple-ის წილი საოპერაციო სისტემებისა და სმარტფონების ბაზარზე

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
75
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
160
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
408
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
459
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
148
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
Apple-მა თავისი სერვისები Apple Music, iTunes და iBooks ჩინეთის ბაზარზე გაიტანა

Apple-ის წილი საოპერაციო სისტემებისა და სმარტფონების ბაზარზე

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG