გაეროს ექსპერტების შეფასებით, ამ წლის მარტიდან სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლებში უკვე დაიღუპა 4 ათასი ადამიანი. როგორც ჩანს კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. მაგრამ ჩვენ დღეს არ განვიხილავთ არსებული სიტუაციის გეოპოლიტიკურ სარჩულს, არამედ ერთ საინტერესო დეტალზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. საქმე იმაშია, რომ გასული კვირიდან სირიაში აიკრძალა iPhone-ის გამოყენება.
აი უკვე რამოდენიმე თვეა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოქმედება ფრიად შეზღუდულია სირიაში. ინფორმაცია მკაცრს ცენზურას გადის და დოზირებულად მიეწოდება მოსახლეობას. მაგრამ მთავრობისათვის ცოტა აღმოჩნდა ეს ქმედებები და მან მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლა ახალ საფეხურზე აიყვანოს. შესაბამისად აიფონების გამოყენება იკრძალება, ვინაიდან მისი საშუალებით ძალიან ადვილია ქუჩაში ვიდეოს გადაღება და ინტერნეტში ატვირთვა.
განსაკუთრებით აღინიშნება, რომ აიფონზე აკრძალვა ვრცელდება უცხოელებზეც, მათ ამ კომუნიკატორს ჩამოართმევენ. იკრძალება თუ არა „გუგლოფონები“ — ჯერ-ჯერობით უცნობია.
YouTube-ზე გაიხსნა არხი, Syrian Sit-in, სადაც გროვდება ვიდეო-რგოლები სირიელი ხალხის მხარდასაჭერად. გუშინ მათ რიგებს შეუერთდა სტივ ჯობსის ბიოლოგიური მამა აბდულფატა „ჯონ“ ჯანდალი. ალბათ იცით, რომ ის სირიელია წარმოშობით:
ეს ჯონ ჯანდალია. მე სოლიდარობას ვუცხადებ სირიელ ხალხს. მე ვუარყოფ ძალადობას და მკვლელობას, რომელსაც ახორციელებს სირიის ხელმძღვანელობა. და ვინაიდან სიჩუმე მათი ქმედების თანამზრახველად მხდის, მე ვუცხადებ ჩემს მხარდაჭერას Syrian Sit-in-ს.
წყარო: BBC News