webOS-ის არცთუ უღრუბლო პერსპექტივები, რომლებიც HP TouchPad-ის აგვისტოს ლიკვიდაციის შემდეგ ფრიად ბუნდოვანი ჩანდა, როგორც იქნა გაირკვა 9 დეკემბრის ოფიციალური პრეს-რელიზის მეშვეობით. დოკუმენტში კერძოდ ნათქვამია: Hewlett Packard გეგმავს განაგრძოს webOS-ის დეველოპინგი საწყისი კოდის გახსნით და ძალისხმევის open-source დეველოპერებთან გაერთიანებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიცენზიის ტიპი, რომლის მიხედვითაც უნდა გავრცელდეს webOS-ის წყარო, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამის მაგივრად ჩვენ იძულებული ვართ დავკმაყოფილდეთ HP-ის გენერალური დირექტორის, მეგ უიტმენის განცხადებით, რომ webOS წარმოადგენს „ერთადერთ პლათფრომას, რომელიც ნულიდან შეიქმნა მობილური, მაშტაბირებადი და ღრუბელოვანი სერვისების გამოყენებაზე ორინეტირებულ პროექტად“.
პერსონალური კომენტარები ქალბატონმა უიტმენმა TechCrunch-ისათვის მიცემულ ინტერვიუში დაურთო — თუმცა HP უახლოეს მომავალში გეგმავს Windows-ისიანი რვა პლანშეტური კომპიუტერის გამოშვებას, კომპანია კვლავ დაუბრუნდება webOS-მოწყობილიბების გამოშვებას 2013 წლისათვის. შეიძლება ერთი წლით უფრო ადრეც.
წყარო: HP Newsroom