Maritz Research-ის კვლევის თანახმად, BlackBerry-ს, Windows-ისა და Android-ის მფლობელთა 40% Apple iPad-ს ამჯობინებს, ნაცვლად მათი სმარტფონების მწაროებლების პლანშეტებისა.
კვლევამ აჩვენა, რომ Apple-ის კონკურენტებისათვის მომხმარებლის ლოიალურობა სმარტფონისადმი პირდაპირ არ უკავშირდება ლოიალურობას პლანშეტისადმი, როგორც აღნიშნავს Forbes. Maritz Research-მა ნოემბერში ჩაატარა კვლევა აშშ-ში, რომელშიც 2500 ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტებს გადასცეს 14 პლანშეტი 11 მწარმოებლისაგან, რის შემდეგაც ჰკითხეს, თუ რომელი პლანშეტის შეძენას ამჯობინებდნენ.
BlackBerry-ს სმარტფონების მფლობელებმა ყველაზე ნაკლები ლოიალურობა გამოიჩინეს: 53% მზადაა შეიძინოს iPad და მხოლოდ 8,5% უნდა PlayBook-ის შეძენა. 12% განაცხადა, რომ აირჩევდნენ Kindle Fire, 11% — Galaxy Tab-ს.
კომპანია RIM თავიდან თვლიდა, რომ BlackBerry-ს მომხმარებლები იქნებოდნენ PlayBook-ის ძირითადი მყიდველები, მაგრამ გაყიდვები ჯერ მხოლოდ 200 ათასია ბოლო კვარტალში. რაც 485 მილიონი დოლარის ზარალს უდრის.
რაც შეეხება Android-ის მომხმარებელებს, 41%-მა აირჩია iPad. თუმცაღა ეს ჯგუფი უფრო ლოიალურია საკუთარი პლათფორმისადმი. 15% აირჩია Kindle Fire და 19% Galaxy Tab.
Windows Phone-ის 40% იყიდის მხოლოდ iPad-ს, 16% Kindle Fire-ს და 12% – Galaxy Tab-ს. ზოგიერთი მომხმარებელი დაინტერესდა HP Slate 500-ით, Windows-პლანშეტით.
თავისი მხრიდან Apple როგორც ჩანს გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია. iOS პლათფორმის მომხმარებელთა 77% შეიძენს მხოლოდ iPad-ს, მხოლოდ 8% Kindle Fire-ს და მხოლოდ 5% — Galaxy Tab-ს.
როგორც ჩანს, iPad-ის კონკურენტებს ჯერ-ჯერობით შანსები მხოლოდ ბიუჯეტურ სეგმენტში გააჩნიათ. რესპოდენტები მზად არიან გადაიხადონ 500 და მეტი დოლარი და აშკარა უპირატესობა iPad-ის მხარეზეა.
Kindle Fire-ის პოპულარობის ზრდის მიუხედავად, Apple კვლავ შეინარჩუნებს დომინანტის პოზიციას. როგორც Gartner-ი თვლის, Apple შეინარჩუნებს ბაზრის 50% მინიმუმ 2014 წლამდე.
საინტერესოა, არა-iPhone-ის ძვირფასო მფლობელებო, თქვენ რომელ პლანშეტს აირჩევდით და რატომ?
წყარო: appleinsider.com