GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

2012 წელს Apple ყველაფერს განაახლებს

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
05/11/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
688
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მაიას ტომების გამქრალმა ცივილიზაციამ დიდი კულტურული მემკვიდრეობა დატოვა. ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი კალენდარი, რომელშიც წელთაღრიცხვა 2012 წელს წყდება. ამ თარიღის გარშემო არაერთი მყვირალა სათაურის მქონე სტატია დაიწერა. მიუხედავად ყველაფრისა მეცნიერება ამბობს, რომ აღნიშნულ წელს არაფერი ცუდი არ მოხდება. თუნდაც იმიტომ, რომ 2012 წელს Apple აპირებს კარდინალურად განაახლოს თავისი პროდუქტები. ყველა.

პროდუქტების ყველა ხაზი განახლდება, iPad, iMac, iPhone და MacBook Air-ის ჩათვლით. პირველი ამ რიგში დგას iPad. შემდეგ — iPhone და iMac. ხოლო წლის ბოლოს Macbook Pro-ები Air-ად გადაიქცევა. პირველ ნაბიჯებს ეფლი უკვე ახლა დგამს. გააფტრებით მიმდინარეობს ახალი მოდელის iPad-ების დამზადება ქარხნებში, რათა მომავალი წლისათვის 2 მილიონი ეგზემპლარი დაგროვდეს.

კომპონენტების მომწოდებელ კომპანიებს უკვე აქვთ ახალი მოწყობილობის ორი პროტოტიპი. მათი სახელებია J1 და J2 და თითოეული მათგანისათვის საჭიროა სხვადასხვანაირი ეკრანი და სენსორული პანელი. პირველ შემთხვევაში ეკრანის გარჩევადობაა 1600×1200 პიქსელი, ხოლო მეორე შემთხვევაში — 2046×1536 პიქსელზე. ამ ეტაპზე ეკრანების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ მხოლოდ პირველი ტიპის მიწოდება, მეორე ტიპის წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ გახლავთ.

შესაძლოა უკვე მარტში ვიხილავთ iPad 2S-ს — არსებული თაობის მცირე ტექნიკურ განახლებას. მასში ძველი ეკრანი დარჩება, ხოლო iPad 3-ს ალბათ 2012 წლის ბოლოს ვიხილავთ. ზუსტად ამ მოდელში ვიხილავთ მაღალი გარჩევადობის ეკრანს.

წყარო: appleinsider.com

Tags: iPadiPhoneMac
Previous Post

ყველაზე გავლენიანი პირი სათამაშო ინდუსტრიაში

Next Post

ერიკ შმიდტი: Siri გუგლისთვის საფრთხეს წარმოადგენს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iOS 17-სგან მნიშვნელოვან სიახლეებს ველოდებით
სიახლეები

iOS 17-სგან მნიშვნელოვან სიახლეებს ველოდებით

26/03/2023
1.8k
iOS 16.4-ში დაემატება ხმის იზოლაცია რეგულარულ ზარებზე
სიახლეები

iOS 16.4-ში დაემატება ხმის იზოლაცია რეგულარულ ზარებზე

22/03/2023
1.3k
სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს
სიახლეები

სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს

15/03/2023
731
როგორ უწევს Apple-ს თავის დამცირება Samsung-ის ეკრანების გამო
სიახლეები

როგორ უწევს Apple-ს თავის დამცირება Samsung-ის ეკრანების გამო

10/03/2023
289
AirPods-ი 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენია
სიახლეები

AirPods-ი 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენია

08/03/2023
81
iPhone 13 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა
სიახლეები

iPhone 13 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა

07/03/2023
169
Next Post
გუგლი და მაიკროსოფტი Siri-ს შესახებ

ერიკ შმიდტი: Siri გუგლისთვის საფრთხეს წარმოადგენს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG