ახალი წელი სულ რამდენიმე საათია, რაც დაიწყო, ჩვენ კიდევ ვაახლებთ სიახლეების მოწოდებას ეფლის სამყაროდან. ამჯერად მოდით განვიხილოთ ისეთი ცხელ-ცხელი და აქტუალური გაჯეტი, როგორიც გახლავთ iPad 3. როგორც მოარული ხმები ამბობენ, ეს მოწყობილობა შესაძლოა სულ ცოტა ხანში გამოვიდეს.
გამოსვლოით კი გამოვა ოდესმე (ორი თარიღი სახელდება, ან 26 იანვარს, MacWorld 2012-ზე, ან 24 თებერვალს, სტივ ჯობსის დაბადების დღეს), მაგრამ როგორი იქნება? ამის შესახებ მოგვითხრობენ რესურსის DigiTimes მიმომხილველები. მათი ინფორმაციით, კუპერტინოში მზადდება iPad 3-ის ორი მოდელი — ერთი უფრო მარტივი და შესაბამისად იაფი, ხოლო მეორე უფრო ძვირი და უფრო მაღალი დონის. ადრინდელი საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეფლმა გამოუშვას 7 გოჯიანი მოდელი, პრაქტიკულად არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს ორი მოდელი ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებლით იქნება განსხვავებული ერთმანეთისაგან.
მაგალითად პროცესორი და კამერა. უფროსს iPad 3-ს ექნება A6 (ოთხბურთვიანი?) პროცესორი და 5-8 მეგაპიქსელიანი კამერა, მაშინ როდესაც უმცროსს მოდელში დარჩება ამჟამინდელი ფლაგმანი A5 პროცესორი. ყველაზე მთავარი სხვაობა ახალ მოდელში შესაძლოა აღმოჩდნეს ზემძლავრი აკუმულატორი. მას ორჯერ დიდხანს მუშაობის დრო ექნება, ვიდრე ახლანდელ მოდელებს — 14000 მა/სთ 6579 მა/სთ წინააღმდეგ.
ნუ დავივიწყებთ აგრეთვე ახალ Retina-ეკრანს, ზემაღალი გარჩევადობით. პირადად ჩემთვის ეს ყველაზე საინტერესო მომენტია ახალ iPad 3-ში.
წყარო: DigiTimes