გვეღირსა? რამდენიმე დღის წინ Apple-ის პრესს-სამსახურმა დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა მორიგ ღონისძიებაზე, რომელიც „Media Event“-ის ფორმატში ჩაივლის და სულ რამდენიმე დღეში იქნება — 2012 წლის 19 იანვარს.
მოიცა. მოდი შევჩერდეთ, ამოვისუნთქოთ და ყურადღებით გადავიკითხოთ ფოტოზე გამოსახულ შენობაზე წარწერა: ნიუ-იორკის სოლომონ გუგენჰეიმის სახელობის მუზეუმი. სწორედ აქ ჩატარდება ღონისძიება…
…და თვითონ Apple-ი ამ ღონისძიებას უწოდებს „საგანმანათლებლო სფეროში ანონსს“, რაც რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს iBooks-ში სერიოზულ ცვლილებებს. ყველაზე პოპულარული კანდიდატი ასეთი ნოვაციისა გახლავთ EPUB 3 ფორმატის მხარდაჭერა, სადაც ხელმისაწვდომია მულტიმედიური და ინტერაქტიული ელემენტები, რაც ნამდვილად სასარგებლო იქნება პედაგოგიურ პროცესში.
ამით ნება მიბოძეთ გადავიდე ლოდინის რეჟიმში და დაველოდო ღონისძიების დაწყებას 19 იანვარს.
წყარო: Ars Technica