სტივ ჯობსი საკუთარ თავში უკიდურესად ჩაკეტილი ადამიანი გახლდათ, რომელიც ვერ იტანდა სხვაბისაგან მის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას. მიუხედავად ამისა, მის შესახებ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე მისი მოადგილის შესახებ. ტიმ კუკი, რომელმაც სტივის თანამდებობა დაიკავა გასული წლის აგვისტოში, საკმაოდ ცივად მიიღეს Apple-ის ფანებმა. ზუსტად რომ ტიმი გახლდათ Apple-ის ბევრი გამარჯვების ავტორი, თუმცა მისი პერსონით თითქმის არავინ ინტერესდებოდა. სულ ტყუილად. გარდა ჭორისა კუკის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, ამბობენ, რომ ფული არ უყვარს, ხოლო თავის სიმდიდრეს საკუთარ თავსაც უმალავს.
მცირე ფრაგმენტი წიგნიდან „Inside Apple“, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში და რომელშიც მოთხრობილია Apple-ის კორპორატიული კულტურის შესახებ, მოგვითხრობს ტიმ კუკის დამოკიდებულებას ფულისადმი. ადამიანი, რომლის ქონება ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება, უნებლიეთ წარმოგვიდგება ძვირად ღირებული ავტომობილით, პენტჰაუსით და ოქროს უნიტაზებით. მაგრამ ეს ყველაფერი კუკს არ ეხება.
კომპანიაში, სადაც საუბრები ფულზე მიღებული არ არის, ტიმ კუკი ექსტრაორდინალურად მორიდებულია. როდესაც მან Apple-ის აქციები გაყიდა 100 მილიონ დოლარად, მან ქირით აიღო საშუალო დონის სახლი პალო-ალტოში სტივ ჯობსის სახლიდან ერთი მილის მოშორებით. 2010 წელს ტიმ კუკმა ბოლო-ბოლო შეიძინა საკუთარი სახლი. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხეევით ამ სახლის ღირებულება 1,9 მილიონი დოლარი გახლავთ, რაც ძალიან იაფია პალო-ალტოს ფასებით. როდესაც ტიმს ჰკითხეს, თუ რატომ ცხოვრობს ასე მორიდებულად, მან უპასუხა:
„ფული მთავარი არ არის. მე მინდა, რომ ყოველთვის მესმოდეს, თუ საიდან მაქვს ეს ყველაფერი. და ჩვეულებრივი გარემო ამაში ძალიან მეხმარება“.
წყარო: fortune