პარასკევს მორიგი სიახლე გამოქვეყნდა Apple-ის სასამართლო გარჩევების შესახებ. ტრადიციისამებრ ამ ამბებში ყველაფერი თითქმის პროგნოზირებადია. თუმცა დღეს საინტერესო რამ მოხდა. Samsung-მა წააგო საპატენტო სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ გერმანიაში.
Samsung Electronics-ის წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ სარჩელი, რომელიც მათ შეიტანეს Apple-ის წინააღმდეგ, სასამართლოში არ დაკმაყოფილდა.
გულწრფელად იმედგაცრულებულნი ვართ იმით, რომ სასამართლო არ იზიარებს ჩვენს პრეტენზიას Apple-ის მიმართ. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა სარჩელები ჩვენს სასარგებლოდ იქნება განხილული.
– ნამ კი ჩონი
წყარო: mbc