კომპანია Apple-მა გადალახა საბაზრო ღირებულების 400 მილიარდიანი ნიშნული, როგორც გვატყობინებს AllThingsD. ამის გარდა, კომპანიამ დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი — აქციის ღირებულებამ მიაღწია 431 დოლარს. ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირი კომპანია, Exxon-ის კაპიტალიზაცია 417 მილიარდი დოლარია. 2011 წელს Apple-მა მცირე ხნით გაუსწრო Exxon-ს და ყველაზე ძვირი კომპანია გახდა.
როგორც აღნიშნავს CNN Money, 400 მილიარდით Apple უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საბერძნეთი, ავსტრია, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა.
მომავალ სამშაბათს მოსალოდნელია, რომ კომპანია სარეკორდო მოგებას ნახავს მეოთხე კვარტალში.
წყარო: 9to5mac.com