RIM-ის CEO-ები გადადგნენ თანამდებობიდან

RIM-ის CEO-ები გადადგნენ თანამდებობიდან

სულ სამიოდე წლის წინ სწორედ რომ Research In Motion გახლდათ Apple-ის მთავარი კონკურენტი. დღეს ამის დაჯერება ძალიან ძნელია. ძლიერი, უნიკალური და წარმატებული კომპანიისაგან თითქმის არაფერი დარჩა. უზარმაზარმა რესურსებმა, რომლებიც ბოლო წლებში სხვადასხვა პროექტებში ჩაიდო, ვერ ამოიღეს მოგება. კომპანიის ვარდნამ, რაც PlayBook-ის გამოშვებით დაიწყო, გამოწვია ორი უცვლელი ხელმძღვანელის გადადგომა.

http://www.youtube.com/watch?v=QUFwhpcrCTw

Research In Motion-ის თანადამფუძნებლები და გენერალური დირექტორები პოსტებიდან წავიდნენ. ჯიმ ბალსილი და მაიკ ლაზარდისი მათ მიერ შექმნილი კომპანიას სათავეში ჩაუდგენენ თავის დროზე. მათი ადგილი დაიკავა კიდევ ერთმა ადამიანმა — ტორსტენ ჰეინსმა, RIM-ის საინჟინრო განყოფილების უფროსმა. მისმა საქმისადმი ერთგულებამ და ძალისხმევამ საწყის ეტაპზე უნდა ამოქაჩოს კომპანია განსაცდელიდან. ახალ ხელმძღვანელს აკლია ქარიზმა, მაგრამ იმ სიტუაციაში, რომელშიც კომპანია გახლავთ, წუნიაობის დრო არ არის.

წყარო: 9to5

Leave a Comment

Related Posts