მარტის დასაწყისში, ჭორების თანახმად წარმოდგენილი იქნება iPad-ის მესამე თაობა. მოწყობილობა შთამბეჭდავი უნდა გამოვიდეს ნამდვილად, თუმცა ის მაინც ვერ შეძლებს Apple-ის ძირითადი პროდუქტის როლის შესრულებას. არის მოსაზრება, რომ მთავრი მოვლენა იქნება არა iPad 3, არა iPhone 5, არამედ Macbook Pro-ს ახალი მოდელი. ნამდვილად, მოვიდა დრო, ამ მოწყობილობის რადიკალური განახლებისა.
როგორც AppleInsider.com გვატყობინებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, 2012 წელს Apple გეგმავს Macbook Pro-ს ხაზის სრულ განახლებას. ისინი მიიღებენ ახალ კორპუსს, Macbook Air-ის სტილში, რომელშიც უკვე აღარ მოიძენება ადგილი მოძველებული ტექნოლოგიებისათვის — პირველ რიგში ოპტიკური დისკების წამკითხველებისათვის და ტრადიციული ხისტი დისკებისათვის.
უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც Adobe-მა წარმოადგინა სერვისი Creative Cloud, რომელზეც ახლა მიბმულია Creative Suite-ის აპლიკაციების ყიდვა, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ციფრულად გავრცელებაზე გადასვლა შეიძლება მომხდარ ფაქტად ჩაითვალოს.
2012 წლის დასაწყისისათვის SSD-დისკების ფასი იმ დონეზე ჩამოვიდა, როდესაც Apple-ს შეუძლია თავს უფლება მისცეს დაიწყოს მათი დანერგვა სამრეწველო მაშტაბით.
ამ ორ კომპონენტზე უარის თქმა Apple-ს საშუალებას მისცემს შექმნა�� Macbook Pro, რომელიც თან ულტრა-თხელი იქნება და თანაც სიმძლავრით სტანდარტული ნოუთბუკს არაფრით ჩამოუვარდება.
წყარო: AppleInsider.com