Apple არ უპასუხებს კონკურენტების სურვილს აწარმოონ სარეკლამო ომები. iPhone 4S-ის პიარ კამპანია მშვიდად მიედინება. ალბათ, ასეც უნდა იყოს.
პირველი რგოლი — ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნის სანახავად ძველი Volvo-თი. მაგრამ რა საჭიროა ნავიგატორები, გზამკვლევები და გიდები, როდესაც არის Siri?
მეორე ვიდეო — ახალგზარდა ყმაწვილზე, რომელიც როკ-მუსიკოსობაზე ოცნებობს. Siri მას კარნახობს თუ სად იყიდოს გიტარა, სად დაუკრას, ეხმარება აკორდების მოძებნაში, აცნობებს მის მეგობრებს ავტო-ფარეხში მომავალი კონცერტის შესახებ და აგრეთვე არ არის წინააღმდეგი, რომ პატრონს „როკის ღმერთი“ დაუძახოს.
წყარო: apple.com