მაკზე უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ფაილების ატვირთვა და გაზიარება. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ახალმა აპლიკაციამ, რომელიც საკმაოდ ორიგინალური მეთოდით ახერხებს სურათების, დოკუმენტების და ფაილების გაზიარებას თქვენი მაკიდან. Droplr – უფასო აპლიკაციაა, რომელიც ინსტალაციის შემდეგ ჯდება მენიუ ბარში და მასზე ფაილის უბრალო გადატანით წამებში მიიღებთ Droplr-ს სერვერზე ატვირთული ფაილის ბმულს, რომელსაც უბრალო Paste-ით ჩასვამთ წერილში, სოციალურ ქსელებში და სხვა თქვენთვის სასურველ ადგილას.
Droplr არსებობს OSX-ზე, Windows-სა და Linux-ზე, ხოლო უახლოეს მომავალში გამოვა მისი iOS აპლიკაციაც.