სინამდვილეში ეს არ არის კორექტული შედარება, მაგრამ ათვლის წერტილად Asymco-ს ანალიტიკოსებმა სწორედ ის აირჩიეს. მაშასადამე, გასულ კვირას ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის გაყიდულია 55 მილიონი iPad:
— ამ 55 მილიონს არავინ ელოდა. არც ჩვენ. შედარებისათვის, ჩვენ 22 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გაგვეყიდა 55 მილიონი მაკი. ხუთი წელი დაგვჭირდა 22 მილიონი iPod-ის გასაყიდად. და სამი წელი — რათა გაგვეყიდა ამდენივე iPhone.
ამ რეპლიკამ აიძულა Asymco-ს სპეციალიტები შეექმნათ საინტერესო გრაფიკი. მასზე კარგად ჩანს არა მარტო პოპულარობის ზრდა, არამედ გადაწყვეტილების მასიურობის მატებაც.
წყარო: Asymco