როგორც უკვე ვიცით, კომპანია Apple-მა გასულ კვირას წარმოადგინა OS X-ის ახალი ვერსია, 10.8 Mauntain Lion. რამდენადაც ცნობილი გახდა, წერტილოვანი პრეზენტაციები კომპანიის მაღალჩინოსნებმა გამართეს მსხვილი გამოცემებისათვის. კუკმა ასეთი პრეზენტაცია Wall Street Journal-ისათვის გამართა და თან პატარა ინტერვიუც მისცა.
ინტრვიუს სრულად წაკითხვა აქ შეგიძლიათ, უბრალოდ გამოვყობ ერთ პატარა მონაკვეთს:
— ბატონმა კუკმა განაცხადა, რომ უკვე დღეს ფიქრობს iOS-სა და OS X-ზე, როგორც „ერთიან სისტემაზე გაფართოებადი ფუქნციონალით“. მისი სიტყვებით, ნოუთბუკები და პლანშეტები განაგრძობენ თანაარსებობას, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ მათი დაახლოება. ხოლო როდესაც ვკითხეთ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ტელეფონები, პლანშეტები და სამაგიდე კომპიუტერები ერთიდაიგივე პროცესორებზე იმუშავებენ, Apple-ის მეთაურმა განაცხადა: „ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ და არაფერს არ გამოვრიცხავთ“.
აი, ასეთი კომენტარით ბატონმა კუკმა კვლავ გამოაცოცხლა ჭორი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მალე ვიხილოთ მაკები ARM პროცესორით.
წყარო: Macstories