სიახლე შანხაიდან წამებში გავრცელდა მთელს მსოფლიოში. გუშინ ჩინეთის პროვინციის სახალხო სასამართლომ უარყო ადრინდელი განჩინება iPad-ის გაყიდვების აკრძალვის შესახებ ჩინეთის ტერიტორიაზე და დაასრულა სასამართლო პროცესი Apple-ის სასარგებლოდ, ხოლო კომპანია Proview პირში ჩალა გამოვლებული დარჩა. ეს ვაშლის კომპანიას დამატებით დროს აძლევს ჩინეთის უზენაეს სასამართლოში გადამწყვეტი სხდომის წინ.
ეს გრანდიოზული გადაწყვეტილება Apple-ს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ამ რთულ მომენტში. რათქმაუნდა, ჯერ არ არის ცნობილი, იქნება თუ არა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეფლის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში — ეს დამატებითი დროა, სასამართლო პროცესის წინ.
– რენ ვენფენგი, ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ წარმოიშვა მას შემდეგ, რაც Provew-ს სათაო კომპანიამ, რომელმაც Apple-ს მიჰყიდა ჩინეთის ტერიტორიაზე iPad-ის სავაჭრო ნიშანი, იპოვნა იურიდიული ხვრელი. ახლა ჩინელები, ეყრდნობიან რა დოკუმენტების არაკრექტულად გაფორმებას, ცდილობენ უკვე გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნას ცნობილი.
წყარო: reuters