დღეს 24 თებერვალია, 2012 წელი. 57 წლის წინ, 1955 წლის 24 თებერვალს სან-ფრანცისკოში დაიბადა პატარა ბიჭუნა, სტივენ პოლ ჯობსი. მისმა ცხოვრების გზამ შეცვალა არა მარტო მისი ცხოვრება, არამედ მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანისაც.
სტივ ჯობსმა კომპანია Apple 1976 წელს დააარსა სტივ ვოზნიაკთან ერთად. 1985 წელს იძლებული გახდა დაეტოვებინა კომპანია მმართველობასთან უთანხმოების გამო, ხოლო 1997 წელს ტრიუმფალურად დაბრუნდა Apple-ში და 2000 წელს გენერალური დირექტორი გახდა.
2011 წლის აგვისტოში სტივ ჯობსმა ხანგძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დატოვა Apple-ის ხელმძღვანელის პოსტი.
2011 წლის 5 ოქტომბერს ის გარდაიცვალა.
ჩვენ, Apple-ისა და სტივ ჯობსის ფანები პატივს მივაგებთ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ხსოვნას, ვისაც როგორ შეგვიძლია.
…
დაბადების დღეს გილოცავ სტივ, ჩვენ შენ ყოველთვის გვემახსოვრები…