ქვეყანაზე ჭორებს რა გამოლევს და მედიაში — ფოტოკორესპონდენტებს. ჩინელმა პაპარაცებმა დიდი გზა განვლეს Foxconn-ის ქარხნის საწყობიდან ასაფრენ ბილიკამდე. და იპოვნეს ის, რასაც ეძებდნენ — ყველაზე მაღალი დაცვის ქვეშ მყოფი ტვირთი.
თანხმლები დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ პირველი მოწოდება 26 თებერვალს განხორციელდა და დანშნულების პუნქტი აშშ-ს სამი უდიდესი აეროპორტი იყო.
ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ზესაიდუმლო ტვირთის გადაზიდვა. მფლობელი ძალიან მომთხოვნია უსაფრთხოების საკითხში.
აეროპორტის ტერიტორიაზე ტვირთის დატაცების თავიდან ასაცილებლად, მისი აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნა მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენ მოგვთხოვეს ყველა თვითმფრინავის განრიგების დაგეგმვა 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით.
– ჩინური საიტის apple.pro კომენტატორი
თუ ეს ტვირთი iPad 3-ია, როგორც ამაზე წერენ დავალეთის მედიაში, მაშინ ბოლო პარტია სპეციალური ღონისძიების ჩატარებიდან ორ დღეში ჩავა. და მართალია Apple-ს ჯერ არ დაუგზავნია მოსაწვევები ამ ღონისძიებაზე, მსოფლიოში ყველა Apple-ფანი სულმოუთქმელი ელოდება 7 მარტის დადგომას.
წყარო: 9to5mac.com