ისეთი დონის კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვების იგნორირება, როგორიც გახლავთ HP-ის მეთაური, საკმაოდ რთულია. ამასწინათ მეგ უიტმენმა განაცხადა, რომ კორპორაცია Google-ის მიერ Motorola Mobility-ს შეძენის ფაქტი საფრთხეს უქმნის Android-ის პლათფორმის გახსნილობას. „დარგს სჭირდება სხვა საოპერაციო სისტემა“, — განაცხადა მან. რათქმაუნდა ამ საპატიო ადგილს ის უთმობს HP-ის პლათფორმას webOS-ს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, HP-ის ხელმძღვანელის აზრის იგნორირება არ შეიძლება, თუმცა ფრიად უცნაურად ჟღერს. გაუგებარია, რატომ შეიძლება გამოიწვიოს Motorola-ს მობილური განყოფილების შეძენამ Android-ის საწყისი კოდის დახურვა. Google არ გარისკავს და არ დაკარგავს თავისი პლათფრომის მთავარ კონკურენტუნარიან უპირატესობას.
თუმცა, მოდით დავუშვათ ერთი წუთით, რომ მეგ უიტმენი არ ცდება და მისი წინასწარმეტყველება ახდება. თუ კორპორაცია დახურავს საწყის კოდს (ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც Apache-ს ლიცენზიით ვრცელდება), ის ვერ შეძლებს Open Handset Alliance-თან და აგრეთვე მოწყობილობებისა და აპლიკაციების მწარმოებლებთან წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტას. საკითხი სხვაგვარად უნდა დავაყენოთ: რას მისცემს ეს Google-ს? Android-ის დახურვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ აპირებ აპარატურული მოწყობილობების მწამრობლებისაგან სალიცენზიო მოსაკრებელის აღებას. ყველა სხვა ვარიანტი ითვალისწინებს უფრო რბილ სცენარს — მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებლისათვის ახალ ვერსიაზე ადრულ წვდომას. თუ გავითვალიწინებთ პლათფორმის პოპულარობას, მის კომერციულ რელსებზე გადაყვანის ალბათობის სრული გამორიცხვა არ შეიძლება.
ამ შემთხვევაში ალტერნატიულ პროდუქტებს ნამდვილად უჩნდებათ შანსი სერიოზულად შეუტიონ Android-ს. Palm-ში შექმნილი და HP-ის მიერ ნაყიდი webOS გახდება ლიდერობის ახალი კანდიდატი. ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს HP-ის ტაბლეტის კომერციულ წარუმატებლობას ამ საოპერაციო სისტემას. ავისმსურველნიც კი აღიარებენ მის მაღალ ხარისხს. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ HP-მ კურსი აიღო პლათფრომის საწყისი კოდის გახსნაზე, ყველაფერი შესაძლოა, რომ გამოვიდეს. რატომაც არა? მას შემდეგ, რაც Nokia-მ უარი განაცხადა საკუთარი პლათფორმის განვითარებაზე, სერიოზული კონკურენტები webOS-ს ბევრი არ დარჩა.
მაგრამ გაუგებარია, რაში სჭრიდება ეს Google-ს? კორპორაცია ფულს შოულობს არა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, არამედ სერვისებზე და ფრიად სათუოა, რომ პოტენციურმა სალიცენზიო მოსაკრებელმა მოხიბლოს საძიებო გიგანტის ხელმძღვანელობა. სახეზეა აკშარა შეუსაბამობა, შესაბამისად საწყისი მოსაზრება არასწორია.
მე მგონია, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილია და ქართული ანდაზის სიტუაციაა აქ: მელას რაც ესიზმრებოდაო, ის ელანდებოდაო. HP-ის ხელმძღვანელობა ცდილობს „გაქაჩოს“ თავისი პროდუქტი ისეთივე კონკურენტული უპირატესობით, რაც მთავარ კონკურენტს აქვს.
რაც შეეხება Motorola Mobility-ს შეძენას, მისი მიზეზები ცხადია. Google ზრდის თავის საპატენტო ნაკრებს საკუთარი გადაწყვეტილებების დასაცავად სასამართლო დავებისაგან ბაზრის სხვა მონაწილეებისაგან. გასული და მიმდინარე წლის საპატენტო ომები ამას ცხადყოფს.
წყარო: computerworld.com