Apple-ის გუშინდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ახალ iPad-ს ყვეალ სხვა ღირსებასთან ერთად, ახალი კამერაც აქვს. წინა მოდელში არსებული კამერა ვერაფერი შვილი იყო და მომმხარებლების გულწრფელ წყრომას იწვევდა. ახალი კამერა მართლაც ძალიან საინტერესოა. მოდით, ახლოდან გავიცნოთ.
ახალი კამერის მატრიცის გარჩევადობა 5 მეგაპიქსელამდე გაიზარდა, ხოლო დიაფრაგმის მონაცემები ასეთია: f/2.4. კამერას გააჩნია ავტოფოკუსი და თეთრის ავტომატური ბალანსი, რაც საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ მართლა შესანიშნავი ხარისხის ფოტოები და დაბეჭდოთ ისინი.
ისევე როგორც iPhone 4S-ში, iPad-ის კამერაში ხუთი ელემენტია, ხოლო ჰიბრიდული ინფრაწითელი ფილტრი უზრუნველყოფს ფერთა უფრო ზუსტ გადმოცემას. ამის გარდა, სენსორი შუქდება, რის შედეგადაც იზრდება მგრძნობელობა გადაღებისას ჩაბნელებულ ოთახში. ეს ყველაფერი ახალი iPad-ს აქცევს შესანიშნავ მოწყობილობად ფოტო და ვიდეო გადაღებისათვის, თანაც 1080p ხარისხში.
პრეზენტაციის განმავლობაში Apple-მა წარმოადგინა ფოტოს რამდენიმე ნიმუში. ჩვენ უცვლელად გტავაზობთ მათ.