GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ახალი iPad — The New iPad

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
08/03/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
398
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ის, რასაც მთელი წელი ველოდით, როგოც იქნა გუშინ მივიღეთ. დიახ, დღეიდან ახალი აიპადი რეალობაა. მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებსა და ფაქტებს.

ახალი მოწყობილობის სახელი. არა iPad 3. არა iPad HD. არც iPad 2S. ახალი iPad — The New iPad, ასე ჰქვია ჩვენი მიმოხილვის დღევანდელ გმირს. Retina ეკრანით, ორბირთვიანი პროცესორით A5X, ოთხბირთვიანი გრაფიკული პროცესორით, 5 მეგაპიქსელიანი კამერით iSight და LTE-ქსელების მხარდაჭერით.

ეკრანი

რათქმაუნდა ეკრანით უნდა დავიწყოთ. მოლოდინი გამართლა და პლანშეტმა გაოთხმაგებული გარჩევადობის ეკრანი მიიღო — 2048×1536 წერტილზე. მოდით შევადაროთ ამ ეკრანისა და თქვენ რომ სახლში გიდგათ FullHD ტელევიზორის გამოსახულება:

აშკარად თქვენი ტელევიზორის სასარგებლოდ არ არის ანგარიში ხომ? და ეს გარჩევადობა არა 42, ან 50 დიუმზე, არამედ 9.7 დიუმზე გვაქვს. ანუ PPI-ს მნიშვნელობა (პიქსელების რაოდენობა დიუმზე) ახალ iPad-ში გახლავთ 264 წერტილი. ამის გარდა 44%-ით გაუმჯობესდა ფერთა გაჯერება. როგორც Appleა ღნიშავს, ადვილი არ იყო ისეთი ეკრანის შექმნა, რომელზეც 3.1 მილიონი პიქსელი ეტევა. გამოსახულების შესაბამისი ხარისხის მისაღწევად, ინჟინრებმა ეკრანის მმართველი სქემა სხვადასხვა სიბრტყეში განათავსეს. ქვემოთ ჩაუშვეს სიგნალების წარმოქმნის სქემა თითოეული სუბპიქსელისათვის (წითელი, მწვანე, ლურჯი), მაშინ როცა თვითონ პიქსელები ზემოთ დატოვეს. ეს ფრიად საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელზეც მოგვიანბეით და სხვა სტატიაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

პროცესორი

ცენტრალური პროცესორი ორბირთვიანია. A5X მოდელი. ჩიპის შიგნით ასევე განთავსებულია გრაფიკული ქვესისტემა — ოთხბირთვიანი. ასე რომ ოხვრები იმის შესახებ, რომ როგორ მოხდებოდა ასეთი გარჩევადობის ეკრანისათვის გამოსახულების შექმნა, მოხსნილია დღის წესრიგიდან.

ახალი სისტემის სიმძლავრის მიუხედავად, პლანშეტის ავტონომიურად მუშაობის დრო უცვლელი დარჩა — 10 საათი.

კამერა

როგორც იქნა iPad-ში ნორმალური კამერა ჩაამატეს. iSight-ის (ამ ბრენდის ქვეშ უხსოვარ დროს ვებ-კამრები გამოდიოდა მაკებისათვის) სენსორს 5 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს და შესაძლებლობას იძლევა ჩავიწეროთ HD-ვიდეო 1080p, ანუ FullHD. გამოსახულების სტაბილიზაციით. მეტი რაღა გვეთქმის, შესანიშნავი მაჩვენებელია. კმაერის მოწყობილობა იდენტურია iPhone 4S-ის კამერისა — იგივე 5 ლინზა, შუქძალა F/2.4, ჰიბრიდული ინფრაწითელი შუქფილტრი და ა.შ. ამას დაამატეთ სახეების ავტომატური ამოცნობა, ავტოფოკუსი, შეხებით ფოკუსი. მონაცემების მიხედვით კამერა ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურება — ველოდებით ახალი iPad-ის ჩამოსვლას საქართველოში, რომ დეტალურად დავტესტოთ ეს შესაძლებლობაც.

4G

მეოთხე თაობის კავშირგაბმულობის ტექნოლოგია დიდი ხანი Apple-ის პროდუქტებს მიღმა რჩებოდა. სავარაუდოდ სულ მალე კუპერტინოში გამოშვებულ პროდუქტებს ყველას ექნება ამ ტიპის ქსელების მხარდაჭერა, მანამდე კი ეს პრივილეგია ახალ iPad-ს ერგო წილად. აშშ-ს ტერიტორიაზე LTE-ქსელში თავბრუდამხვევი სიჩქარე — 73 მეგაბიტი მიიღწევა:

რაში სჭირდება პლანშეტურ კომპიუტერს ასეთი სიჩქარე? სხვებისთვის გამოყფა შეგეძლებათ. ახალ iPad-ში დამატებულია მოდემის რეჟიმი, როდესაც iPad-ში შემოსული მობილური ინტერნეტი ნაწილდება Wi-Fi ქსელის მეშვეობით.

კარნახი

Siri? არა. ძალიან უცნაურია და მოულოდნელიცაა, რომ ეს ახალი და საოცარი ტექნოლოგია მხოლოდ iPhone-ის პრივილეგიათ რჩება. iPad-თან გაბაასება არ გამოგივათ. Siri-ს ყველა გემრიელობებიდან მხოლოდ ერთი რამ დაამატეს პლანშეტში — ტექსტის კარნახი. ძალიან ადვილად მუშაობს — დააჭირეთ ღილაკს თითი ციფრულ კლავიატურაზე და დაიწყეთ ტექსტის კარნახი:

ფასები და გამოსვლის თარიღი

დავიწყოთ იმით, რომ iPad 2 ბაზარზე რჩება. ირ ჩება მეხსიერების მხოლოდ მინიმალური მოცულობით. ხოლო ახალი iPad 16 მარტს გამოვა აშშ-ს ბაზარზე:

ამით ახალი iPad-ის მინი-მიმოხილვა დასრულებულად გამომიცხადებია, ახალ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩვენს რედაქციაში ჩამოვა ერთი სატესტო ეგზემპლარი. ეს კიდევ სულ მალე მოხდება.

დარჩით ჩვენთან!

Tags: iPadiPhone
Previous Post

ჭორი: Apple დღეს ტაქტილურ ეკრანს წარმოადგენს

Next Post

Apple-მა iOS-მოწყობილობების ადმინისტრირების პროგრამა გამოუშვა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია
სიახლეები

Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია

23/05/2022
31
iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
44
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
86
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
164
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
415
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
468
Next Post
Apple-მა iOS-მოწყობილობების ადმინისტრირების პროგრამა გამოუშვა

Apple-მა iOS-მოწყობილობების ადმინისტრირების პროგრამა გამოუშვა

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG