ახალი iPad-ის გამოსვლასთან ერთად, რომელშიც ახლა Retina-დისპლეი არის, Apple-მა იზრუნა ერთი ძალიან კარგი პროგრამის ადაპტაციისათვის. საქმე ეხება iPhoto-ს, რომელიც ყველა მაკისტვისათვის კარგად არის ცნობილი. iPhoto-ს ოფიციალური გაშვება ამიერდან იმ ტრიოს კრავს, რომლებიც iLife-ის ნაკრები შედის — iMovie, GarageBand და iPhoto. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ფოტოების იმპორტი, რომელთა ზომა 19 მეგაბაიტიც შეიძლება იყოს და შეიცავს ძალიან ბევრ კარგ ფუქნციას.
iPhoto განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ ტავიანტი ფოტოების კარგად დამუშავება. და იქიდან, რაც პრეზენტაციაზე გვიჩვენეს, ცხადი ხდება — აპლიკაციაში თითქმის ყველაფერი ჟესტებზეა აგებული. თქვენ შეგიძლიათ თითი გადაუსვათ ეკრანის მარცხენა, ან მარჯევნა მხარეს და ამით გამოიძახოთ ყველა ფოტოს წინასწარ დათვალიერების პანელი. საჭირო ფოტოზე დაჭერით გააქტიურებთ რედაქტირების ხელსაწყოებს. ხოლო თუ კვლავ გსურთ სურათების ესკიზებში დაბრუნება, კვლავ გაუსვით თითი ეკრანის საზღვარზე.
სურათზე ორმაგი დაწკაპუნებით iPhoto-ში მოხდება ფოტო-ბიბლიოთეკის სკანირება დუბლიკატებზე, რის შემდეგაც აირჩევთ საურველ ფოტოს, ხოლო დანარჩენებს სურვილის შემთხვევაში წაშლით. და რათქმაუნდა ძალიან ადვილია ფოტოების რედაქტირება, სიკაშკაშის, კონტრესტის მომატება და ბევრი სხვა რამ. ასევე შესაძლებელია „წითელი თვალების“ გასწორება, ფერის წერტილოვანი გასწორება და ჩამუქები ადგილების გაღიავება. სხვა ფუქნციებს შორის, რომლებზეც უნდა შევჩერდეთ, გახლავთ ფოტოს სიმკვეთრის მომატება, ან დაკლება. ასევე არი ეფექტების გალერეა, მრავალი საინტერესო ფოტო-ეფექტით.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ფუქნცია გახლავთ ჟურნალები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გვერდი, სადაც გამოისახება ყველა არჩეული ფოტო ალბომიდან. თუ როგორ გამოიყურება ის, შექების ღირსია ნამდვილად. ამ გვერდზე ფოტოებს შეგიძლიათ დაამატოთ მაგალითად კალენდარი, სადაც გამოისახება ფოტოს გადაღების თარიღი და ამინდი, რომელიც იყო ფოტოს გადაღების დროს. რათქმაუნდა შესაძლებელია ალბომის გაზიარება მეგობრებისათვის.
iPhoto ღირს 4.99 დოლარი და მალე გამოვა App Store-ში. ამის გარდა, Apple-მა განაახლა iMovie და GarageBand.
წყარო: 9to5mac.com