GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Blackberry PlayBook OS 2.0 — მიმოხილვა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
12/03/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
561
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპანიამ Research in Motion, რომელსაც ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, ცოტა ხნის წინ  წარმოადგინა საკუთარი პლანშეტის საოპერაციო სისტემის ახალი, მეორე ვერსია. სამწუხაროა, რომ განახლებამ ამდენი ხანი დაიგვიანა, თანაც ცვლილებები მიზერულია და თანაც — მოთხოვნილება დაბალი.

საოპერაციო სისტემა RIM PlayBook-ის მეორე ვერსია, რომელიც პირველი მასშტაბური განახლება გახლავთ 2011 წელს გამოსული პლანშეტისათვის, როგორც იქნა მიწოდებული იქნა ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ. თავიდან კანადური კომპანია გვპირდებოდა, რომ მეორე ვერსიას 2011 წლის დეკემბერში ვიხილავდით.

ამასწინდელ განცხადებაში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორსტენ ჰეინსმა განაცხადა, რომ RIM გეგმავს გაყვეს დაგემილ კურსს და ბაზარზე წასწიოს თავისი პლანშეტი, მიუხედავად აშკარა ხარვეზებისა.

დღიდან გაყიდვების დაწყებისა, პლანშეტი RIM BlackBerry PlayBook-მა აჩვენა არაკონკურენტუნარიანობა, გახდა მრავალი კრიტიკული მიმოხილვის ობიექტი, ცუდად იყიდებოდა და გახდა „ზარალის ლიდერი“, მოუტანა რა კომპანიას 485 მილიონი დოლარი ზარალი.

ზოგადად, ინტერესის არქონა მოწყობილობისადმი შეიძლება აიხსნას შიგთავსის შეზღუდული ასორტიმენტით RIM BlackBerry App World-ში (ამ ეტაპზე ამ ელექტრონულ მაღაზიაში 60 000 აპლიკაციაა). შედარებსიათვის — Apple-მა გადალახა 25 მემილიარდე ჩამოქაჩვა თავის მაღაზიაში App Store, სადაც ამჟამად 550 000 აპლიკაციაა განთავსებული.

სხვაობა RIM-ისა და Apple-ის პლანშეტებს შორის იმდენად ცხადი გახდა, რომ ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ასეთი შედარება მოიყვანა — მთლიანად RIM უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე Apple-ის ციფრული შიგთავსის მაღაზია App Store.

ახლა RIM-ს იმედი აქვს, რომ ახალი საოპერაციო სისტემა „მეორე სიცოცხლეს შთაბერავს“ PlayBook-ში — თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ პროგრამულმა განახლებამ შესაძლოა მხოლოდ დაახლოვოს და ვერ გადაასწრებინოს PlayBook-ს კონკურენტებზე.

მოდით ახლა ცოტა ახლოს ვნახოთ, თუ რას გვთავაზობს RIM ახალს. განახლების ფაილი დაახლოებით 500 მბაიტს იწონის. მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ განახლება ასწორებს მთელ რიგ შეცდომებს სამომხმარებლო ინტერფეისში, თუმცა ყველაზე განხილვადი სიახლე გახლავთ „მშობლიური“ ელფოსტის პროგრამის დამატება. 2.0 ვერსიის შესაძლებობების მიმოხილვისას, RIM საუბრობს ერთიან საფოსტო ყუთზე, აპლიკაციების HTML-თავსებადობაზე და დანართების ჩამოტვირთვის შესაძებლობაზე.

ამის გარდა, ახალ ფუნქციებს მიეკუთვნება კალენდარი და კონტაქტები, რომლებიც უთიერთქმედებენ სოციალურ ქსელებთან (Facebook და Twitter). ურთიერთქმედების ფუქნცია სახელად BlackBerry Bridge ასევე შეცვლილია და ახლა შესაძებლობას იძლევა დისტანციურად ვმართოთ პლანშეტი სმარტფონიდან.

პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების გარდა, კომპანია RIM-მა გადაწყვიტა ფასები დაეკლო პლანშეტეზე — უმცროსი, 16 გბაიტიანი მოდელი ღირს 199 დოლარი. ფასის კლების შედეგად პლანშეტი იგივე კატეგორიაში ხვდება, როგორც Kindle Fire, თუმცა საეჭვოა, რომ PlayBook-მა ოდესმე მიაღწიოს Amazon-ის, ან Apple-ის გაყიდვების მოცულობას.

სიახლეები, რომლებიც განახლებასთან ერთად მოვიდა მოწყობილობაზე, შესაძლოა ბევრს მოეწონოს და მიუხედავად იმისა, რომ ამ განახლებებს კარდინალურს ვერ ვუწოდებთ, ისინი მაინც შემატებენ საჭირო ფუქნციონალს პლანშეტს, რომელმაც უკვე მოასწრო დაძველება.

არის მოლოდინი იმისა, რომ RIM გამოუშვებს სმარტფონებს BlackBerry OS 10-ის ბაზაზე, რომლის გამოსვლაც 2012 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, საკმარისია თუ არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა, რათა კვლავ დაბრუნდეს კანადური კომპანიის ადრინდელი სიძლიერე.

Previous Post

ახალი iPad-ების გაყიდვები 3 დღით გადაიდო

Next Post

Apple ხურავს iWork.com-ს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
37
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
84
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
164
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
415
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
465
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
151
Next Post
Apple ხურავს iWork.com-ს

Apple ხურავს iWork.com-ს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG