გუშინდელ ანგარიშგებაში, რომელიც Apple-ის აღამსრულებელმა დირექტორმა მიაწოდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას, ნათქვამია, რომ მან გაყიდა კომპანიის აქციების ნაწილი საერთო ღირებულებით 11,1 მლნ. დოლარი, რაოდენობრივად — 20 178 აქცია.
არა ნაკლებ მნიშნელოვანია, რომ AAPL-ის გუშინდელმა კურსმა 550 დოლარს გადააჭარბა ერთ აქციაზე. Apple-ის კაპიტალიზაცია ახლა 514 მლრდ. დოლარს უტოლდება, რაც 100 მლრდ. დოლარით მეტია მეორე ადგილზე მყოფი Exxon Mobil-ის მაჩვენებელზე.
საინტერესოა, თუ რამდენ აქციას ფლობს საერთოდ ბატონი კუკი. მას შემდეგ, რაც ის Apple-ის CEO გახდა, მისთვის განკუთვნილია აქციების საკმაოდ დიდი პაკეტი (1 მილიონი ცალი), მაგრამ ამ აქციების პირველ ნაწილს ის მხოლოდ 2016 წელს მიიღებს.
წყარო: 9to5mac